პეტრე კანკავამ თემატური სკოლის „საქართველო და ევროკავშირი“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

20 მაისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ თემატური სკოლის „საქართველო და ევროკავშირი“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ხუთდღიან თემატურ სკოლას ახალგაზრდებისთვის საქართველოს გაეროს ასოციაცია ატარებს.

პეტრე კანკავამ პროექტის მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობისა და სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის როლზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ევროკაშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით და მისი როლი მართლაც მნიშვნელოვანია, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მხარდაჭერას არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.

სკოლის მონაწილეები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლები მიიღებენ ინფორმაციას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე, ასევე დასავლურ ღირებულებებზე და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე.

თემატურ სკოლასი მონაწილეობენ სკოლის მონაწილეები იქნებიან „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრები, 16-25 წლამდე ახალგაზრდებინ საქართველოს 13 ქალაქიდან, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან.