ქეთევან ციხელაშვილი: „გამოვხატავ დიდ მწუხარებას მანჩესტერში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშრებით“

24 მაისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო ბრიტანელ ხალხს მიუსამძიმრა.

„მინდა, გამოვხატო მწუხარება იმ დიდ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც მოხდა მანჩესტერში. ამ ძალადობრივ, დაუნდობელ ტერორისტულ აქტს ბევრი უდანაშაულო სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდნენ ადამიანები. მიიღეთ ჩემი თანაგრძნობა უდანაშაულო მსხვერპლთა და ბრიტანელი ხალხის მიმართ. ამ ძალიან რთულ დროს ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ჩვენ, ასევე, ერთად ვართ ბრძოლაში ძალადობის და ტერორიზმის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ ერთად დგომით მივაღწევთ მიზანს, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდეს ჩვენი შვილებისათვის,“ - აღნიშულია ქეთევან ციხელაშვილის ჩანაწერში, რომელიც მან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთა.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში 22 მაისს კონცერტის დროს მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ, დაშავდა- 60. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მომხდარი უკვე შეაფასა როგორც „ყველაზე საშინელი ტერაქტი, რომელიც დიდ ბრიტანეთს გადაუტანია“.