შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის მინისტრს ევგენი ოსინოვსკის და ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა ესტონეთის წარმომადგენლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.