ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მუსლიმებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

27 მაისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.

„საქართველო ისტორიულად მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ტრადიციების სახელმწიფოა, რაც ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. მსურს, საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს მივულოცო წმინდა რამაზანის თვის დადგომა. ამ თვის დასაწყისი ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, სიმშვიდის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წარმატებების მომტანი“, - აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.

წმინდა რამადანის მარხვა ერთ თვეს გაგრძელდება და 25-27 ივნისს სამდღიანი ბაირამით დასრულდება.