გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 46-ე შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, გადაადგილების თავისუფლება, გადასასვლელი პუნქტების გაუქმების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები და უკანონო დაკავებები განიხილეს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს საქართველოს მოქალაქის - გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯიოღლის დაკავების საკითხი.
გალში მომდევნო შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.