ქეთევან ციხელაშვილი ზეკი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა

31 მაისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ზეკი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობის, გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებზე და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებებზე.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე, მიმოიხილა კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.