შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელს გერჰერდ შაუმბერგერს და საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს არად ბენკოს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე, გადაადგილების თავისუფლების პრობლემასა და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ასევე, მიმოიხილა კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ავსტრიის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის და ეუთოს როლს სამშვიდობო პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
სახელმწიფო მინისტრმა და ავსტრიის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.