ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა იანოშ ჰერმანთან

14 ივნისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრი ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე, გადაადგილების თავისუფლების პრობლემასა და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებებზე ესაუბრა. მან, ასევე, მიმოიხილა კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები.

შეხვედრაზე აღინიშნა სამშვიდობო პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ევროკავშირის ჩართულობისა და მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

სახელმწიფო მინისტრმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.