ქეთევან ციხელაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს ლუკას ბეგლინგერს შეხვდა

13 ივნისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ლუკას ბეგლინგერთან.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ასევე, საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრი და საქართველოში შვეიცარიის მისიის ხელმძღვანელი ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.