1+4 საგანმანათლებლო პროგრამა

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის ცოდნა არის ის მნიშვნელოვანი პირობა, რაც განაპირობებს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ამგვარად, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია განათლბაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, სასხელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაზე. კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმულია. 2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
2010 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ცალსახად ამ პროგრამის დამსახურებაა.

სტატისტიკა:

ჩარიცხული არაქართულენოვანი სტუდენტების რაოდენობა წლების მიხედვით:

· 2010 წელი - 247 სტუდენტი

· 2011 წელი - 430 სტუდენტი

· 2012 წელი - 589 სტუდენტი

· 2013 წელი - 890 სტუდენტი

· 2014 წელი - 673 სტუდენტი

· 2015 წელი - 741 სტუდენტი

· 2016 წელი - 960 სტუდენტი

· 2017 წელი - 1047 სტუდენტი

· 2018 წელი - 1231 სტუდენტი