კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პოეტის დაბადებიდან 153 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში გაიმართა.
ქეთევან ციხელაშვილი ზეიმის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართულ-ოსური ურთიერთობებისთვის. ქეთევან ციხელაშვილმა ზეიმის ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცახდა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამგვარ ღონისძიებებს ხელს შეუწყობს.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. ასევე გაიმართა დოღი და შეჯიბრი ჭიდაობაში. პოეტის იუბელეს საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის მოსახლეობა, ასევე ჩრდილოეთ ოსეთიდან მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიება ორგანიზაცია "კავკასიური მოზაიკის" ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.