შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან

27 November 2012

ელჩმა პაატა ზაქრეიშვილს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. აზერ ჰუსეინმა აზერბაიჯანის მთავრობის სახელით დაადასტურა საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერა და მზადყოფნა იმ სფეროებში თანამშრომლობისთვის, რომლებსაც რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა ეხება.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, მნიშვნელობას და სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.

რეინტერგაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რანგში პაატა ზაქარეიშვილმა უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა სახელწმიფოს ელჩებთან და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან. კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილი შეხვდა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგნელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობოს ხელმძღვანელს, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს, სომხეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ნიდერლანდების, ისრაელის, შვედეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ესტონეთის, ავსტრალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს.