კონფერენცია ეთნიკური მრავალფეროვნების საკითხებზე

26 February 2013

სახელმწიფო მინისტრი კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა. პაატა ზაქარეიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" ორგანიზებითა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენლები როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ისე უცხოეთის სახელმწიფოებიდან. მონაწილეებმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს.