შეხვედრა ბენილუქსის ქვეყნების დელეგაციასთან

24 April 2013

24 აპრილს გაიმართა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, ნოდარ ტანგიაშვილის შეხვედრა ბელგიის სამეფოს, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო უწყებების პოლიტიკურ დირექტორებთან.

შეხვედრაზე ბენილუქსის ქვეყნების დელეგაციის წევრებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან გაცნობის სურვილი გამოთქვეს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით უწყების საქმიანობის შესახებ და გააცნო კონფლიქტების მოგვარების კუთხით საქართველოს ახალი მთავრობის ხედვები. სტუმრები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომას და გამოხატეს სრული მხარდაჭერა მთავრობის ახალი ხედვების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ პრობლემებს და გზებს, თუ როგორ შეიძლება, ევროკავშირი ჩართული იყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების დარეგულირებაში.