ახალგაზრდების ექსკურსია თბილისში

26 April 2013

ასევე მარნეულისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

ექსკურსიაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 სტუდენტიც მონაწილეობდა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 პლიუს 1 სისტემით ჩააბარეს. მათ ჯგუფის სხვა წევრებს, რომლებიც სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები არიან, აღნიშნული სისტემით სწავლების გამოცდილება გაუზიარეს და სახელმწიფო ენის სწავლასთან დაკავშირებით რჩევებიც მისცეს.

ექსკურსიის დასაწყისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ და მინისტრის მოადგილეს თამაზ თევზაძეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ სპორტული მუზეუმი დაათვალიერეს. შემდეგ კი ახალგაზრდები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას დაესწრნენ და სხვადასხვა გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა.

ექსკურსია ძველ თბილისში გაგრძელდა, სადაც სტუმრებმა მეტეხის ხიდი, აბანოთუბანი, ნარიყალა და თბილისის ციხე დაათვალიერეს. ექსკურსიის დასასრულს ახალგაზრდები სახელწმიფო მუზეუმს ეწვივნენ.