ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

1 July 2013

შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მონაწილეობით შედგა.

ადგილობრივ მოსახლეობას სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის დეტალები სკრინინგ ცენტრის წარმომადგენელმა გააცნო. პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების დეტალური პრეზენტაცია გაიმართა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2013 წლის სამოქმედო გეგმის" ფარგლებში ჩატარდა. სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და ითვალისწინებს უფასო გამოკვლევებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის.