მათ ის სამი დამწვარი სახლი დაათვალიერეს, რომლებსაც მესაკუთრეები ამჟამად ცლიან. როგორც ადგილობრვები აცხადებენ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დამწვარ სახლებს სათავსოებად იყენებდნენ და დაცლა იმის გამო უწევთ, რომ შესაძლოა, ეს შენობები რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა დარჩეს.
"ჟენევის დისკუსიების ჰუმანირატულ სამუშაო ჯგუფში მუდმივად განვიხილავთ გადაადგილების თავისუფლების, ამ მავთულხლართებით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. დღეს ადგილზე გავეცანით ვითარებას. სოფლის მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს, განსაკუთრებით ის ნაწილი, ვის კარმიდამოსაც პირდაპირ ეხება ეს მავთულხლართები. ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა. აქ მიღებულ ინფორმაციას დეტალურად მივაწვდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს, ჩვენი ჯგუფის სხვა წევრებს და მთლიანად საერთაშორისო საზოგაოდოებას, რათა მოხდეს ეფექტური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. მეორე მიმართულება არის ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ, შევუქმნათ ცხოვრების ნორმალური პირობები, რათა მათ არ დატოვონ საცხოვრებელი. ეს არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პასუხი ამ გამოწვევაზე", - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ჟენევის დისკუსიების ჰუმანიტარული ჯგუფის წარმომადგენლებს მოსახლეობამ საკუთარი პრობლემები გააცნო. მთავრობის წარმომადგენლები ადგილობრივებს პრობლემების მოგვარების მექანიზმების გამონახვას და შესაბამის რეაგირებას დაჰპირდნენ.
იხილეთ ვიდეო მოცემულ ბმულზე