მათ სოფელში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართები დაათვალიერეს. ქეთევან ციხელაშვილმა სურინამის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯენიფერ სიმონსს და პარლამენტის წევრებს გამყოფ ხაზზე და უშუალოდ დვანში არსებული ვითარების, ასევე გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
"ადგილზე ვნახეთ, რა არის ეს მცოცავი ღობე, დავათვალიერეთ სახლების ნანგრევები, ვნახეთ როგორ მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხი. ამ ადამიანების მიწის დიდი ნაწილი და ზოგი სახლი ღობის მეორე მხარესაა დარჩენილი. ეს ხალხისთვის ძალიან რთულია. ჩვენ აქ მიღებულ ინფორმაციას მივაწვდით როგორც ჩვენი ქვეყნის მთავრობას, ისე მთლიანად რეგიონს", - განაცხადა ჯენიფერ სიმონსმა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დვანში დღევანდელი ვიზიტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გამყარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
"დელეგაციის წევრებმა თავად ნახეს, რას ნიშნავს ოკუპაცია, მავთულხლართებითა და ღობეებით ხალხთა დაშორიშორება. მათ მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორი პრობლემაა ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაც შეიძლება, მეტმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა ხდება საქართველოში და რა სახე აქვს ოკუპაციას, რათა საქართველოს ტერიორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭრა კიდევ უფრო გამყარებული იქნას", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ სურინამის დელეგაცია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შეხვდა.
ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე