პაატა ზაქარეიშვილი შეიხ რამინ იგიდოვს შეხვდა

21 January 2014

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სახელომწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რამინ იგიდოვი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შიიტთა რელიგიურმა შურამ მცირე ხნის წინ აირჩია.

"შურამ საქართველოს შიიტი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები ადამიანი აირჩია და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა, მას წარმატება ვუსურვო და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა აღვუთქვა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათი აღმსარებლობის თავისუფლების დაცვა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რამინ იგიდოვმა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვზრუნავთ ყველა მუსლიმის პრობლემების მოგვარებასა და მათი უფლებების დაცვაზე. მსურს, მადლობა გადავუხადო მთავრობას, რადგან საქართველოში არსებობს რელიგიური თავისუფლება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა", - განაცხადა რამინ იგიდოვმა.