უწყებათაშორისმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა

13 February 2014

კომისიამ, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობს, 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება და 2014 წლის გეგმა განიხილა.

კერძოდ, კომისიის წევრებმა შეაჯამეს პროგრამები და პროექტები, რომლებიც გასულ წელს სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემდეგი 6 მიმართულებით განხორციელდა: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. მათ ასევე იმსჯელეს ამავე მიმართულებებით 2014 წლისთვის დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებზე.

სამუშაო შეხვედრაში კომისიის წევრი სამინისტროების, ასევე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციების, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.