შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

14 April 2014

კონფლიქტების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

კერძოდ, მან ოთხი ძირითადი მიმართულება მიმოიხილა: სახელმწიფო სტრატეგიის "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" ფარგლებში მიმდინარე აქტივობები, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული სამუშაოები, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა და სამოქალაქო ინტეგრაცია.

"არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგულარულად ვხვდებით და ეს ფორმატი ჩვენი აპარატისთვის უკვე ტრადიციულია. შეხვედრების მიზანი ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლაა. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი პოლიტიკა წარიმართოს გამჭვირვალედ, მით უფრო, ისეთ საპასუხიმგებლო და მგრძნობიარე სფეროებში, როგორიცაა კონფლიქტის მოგვარება და სამოქალაქო ინტეგრაცია. ამასთან, მიმაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ნებისმიერი მთავრობისთვის ძალიან ჯანსაღი პროცესია, მით უფრო, ბევრი განსახილველი საკითხი დაგროვდა სოჭის ოლიმპიადის შემდგომ პერიოდში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს წინ აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა - სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა კონფლიქტების მოგვარების გასაღები", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრის მნიშველობაზე ისაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს გამგეობის წევრმა თეონა აქუბარდიამაც.

"ელს ეს პირველი ეს შეხვდრაა, თუმცა, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არასამთავრობო ორგანიზაციები რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს. მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა-გამოცვლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჟენევის პროცესი, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინაპერიოდში არსებული პრობლემები და პერსპექტივები", - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

იხილეთ ვიდეო მოცემულ ბმულზე