ქეთევან ციხელაშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

13 June 2014

შეხვედრის თემა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია იყო.

"მოახლოებულია ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმების მნიშვნელობის თემა აქტიურად მუსირებს მედიაში. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა დეტალურად უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს ეს შეთანხმება ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელბისთვის, მედიისთვის. სწორედ ამ თემაზე დეტალურად ვსაუბრობთ მათთან. რაც შეეხება სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ კონცეფციას, მისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი საქართველოს ყველა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქისთვის სწორედ მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა. ამიტომ ამ პროცესში ჟურნალისტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ასოცირების შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა თორნიკე ნოზაძემაც მიაწოდა.

ქეთევან ციხელაშვილმა და თორნიკე ნოზაძემ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.