გერნოტ ერლერი გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელია ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხში, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი რუსეთთან, შუა აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის საკითხებზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტების მოგვარების პროცესში, განსაკუთრებით გერმანიის, როგორც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორის როლს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლები, გერმანის საელჩო და ექსპერტები.