ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა გორში ადგილობრივ მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

14 July 2015

"დღეს უშუალოდ ადგილობრივებისაგან მოვისმინე შეფასებები იმ პროვოკაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ. ის, რაც მოხდა არის ოკუპაცია საოკუპაციო ძალის მხრიდან , რამაც წარმოქმნა პრობლემები. ასამდე მოსახლის სახნავ-სათესი მოყვა ე.წ. ბანერის მიღმა, ასევე 1600 მეტრიანი სიგრძის ბაქო-სუფსის მილსადენი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა. სახელმწიფოს მხრიდან მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული, რომ მოსახლეობას არ შეეზღუდოს წვდომა თავის მიწაზე და შეძლონ სარგებლობა. ჩვენი ამოცანაა არ წამოვეგოთ პროვოკაციას, შეჩერდეს და რეალურად დაიშალოს ეს ბარიკადები. ამისათვის ყველა არსებული ფორმატი და მექანიზმი იქნება გამოყენებული. ჩვენ გავაგრძელებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას, რომ მათ ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიური პირობები შევუმსუბუქოდ, დამაგრდნენ თავის მიწაზე და ამავდროულად გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარებისაკენ".- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.