შეხვედრა ავსტრალიის წარმომადგენელთან

27 June 2012

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბ-ნი იან ბიგსი, ავსტრალიის ელჩი საქართველოში და სხვა ავსტრალიელი დიპლომატები. სახელმწიფო მინისტრი მიესალმა ავსტრალიასა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მან ავსტრალიელ დიპლომატებს გააცნო რუსეთის ოკუპაციით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი სიტუაცია და ამ ქვეყნის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის, მათ შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობის, ფაქტები. შეხვედრის დროს ეკა ტყეშელაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევასა და ჩართულობის სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებზე ჯანდაცვის, ნეიტრალური დოკუმენტებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების კუთხით. ავსტრალიის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.