დომინიკის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ბ-ნი დანილო მედინასათვის საპრეზიდენტო მანდატის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ პირველმა გამართა ორმხრივი შეხვედრა როგორც ახალარჩეულ პრეზიდენტ მედინასთან, აგრეთვე დომინიკის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ბატონ ლეონელ ფერნანდესთან. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები დომინიკის რესპუბლიკის, კოსტა რიკის, ჰონდურასის, ბაჰამის თანამეგობრობის, გვატემალის, ეკვადორის, სურინამის და პერუს ოფიციალურ დელეგაციებთან. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივები.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დომინიკის რესპუბლიკაში აქტიურად გაშუქდა ადგილობრივ მედიაში: