დაბადების თარიღი: 10 იანვარი, 1975
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
2006-2007 წწ- საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი, სტრატეგიული კვლევების ევროპული ცენტრი (CERIS), ბრიუსელი, ბელგია
1991-1996 წწ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ეკონომიკის ფაკულტეტი - (Diploma with Honors), საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1999-2012 წწ - გავლილი აქვს მრავალი სასწავლო კურსი და ტრენინგი საქართველოში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში: ექსპორტის და ბიზნესის ხელშეწყობის; საერთაშორისო ეკონომიკის; მოლაპარაკებების უნარჩვევების; დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების; ევროპული ინტეგრაციის; საერთაშორისო ფინანსების და ინვესტიციების; ეკონომიკური დიპლომატიის და მსოფლიო ვაჭრობის; ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების; უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში უმაღლესი ხელმძღვანელობის შემადგენლობის პროგრამებით.
2020 წლის 6 აგვისტოდან - დღემდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
2019 წლის 14 ივნისიდან - 2020 წლის 6 აგვისტომდე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე შრომითი მიგრაციის საკითხებში
2014 წლის 22 აპრილიდან - 2019 წლის 1 ივნისამდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში
2008 წლის ნოემბერი - 2014 წლის მარტი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, დირექტორი
2008 წლის მარტი - ნოემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე
2004 წლის ოქტომებრი - 2008 წლის მარტი- საქართველოს საელჩო ბენილუქსის ქვეყნებში, ევროკავშირთან საქართველოს მისია (ბრიუსელი, ბელგია) მრჩეველი
2004 წლის მარტი - სექტემებრი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტი, დირექტორი
2002 წლის აგვისტო - 2004 წლის მარტი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე
2001 წლის ოქტომბერი - 2002 წლის აგვისტო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკური ანალიზისა და ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი
2000 წლის აგვისტო - 2001 წლის ოქტომებრი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მეორე მდივანი
1999 წლის მაისი -2000 აგვისტო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველო, ატაშე
1997 წლის ნოემბერი - 1999 წლის მაისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველო, სტაჟიორი
პირველი კლასის "ტერა მარიანას” ჯვრის ორდენი, 2019წ
მერიტ სილვერ მედალი (Medal of Merit Silver) – ბალტიის თავდაცვის კოლეჯი, 2018წ
ღირსების ორდენი, 2011წ
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული
ჰყავს ერთი შვილი