შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე კონფერენციაზე - ,,აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ მოხსენებით წარსდგა.
პეტრე კანკავამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან კონფერენციის მონაწილეებს ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სამშვიდობო პროცესის პერსპექტივებზე და გამოწვევებზე, ამ პროცესში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლზეც ისაუბრა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.
კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.