შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, პეტრე კანკავა გორში საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრო.
სხდომის წევრებმა მოინახულეს გორის რაიონის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლები ბერშუეთი, აძვი, მერეთი, ერგნეთი, სკრა და შეხვდნენ მოსახლეობას, გაეცნენ ადგილობრივების პრობლემებს და იმსჯელეს მათი მოგვარების შესაძლებლობებზე, მათ ასევე დაათვალიერეს სოფლებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოძველებული და მოუწესრიგებელია.
მოგვიანებით, გორის მუნიციპალიტეტის შენობაში კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია გორის რაიონში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული მდგომარეობის და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ. იმსჯელეს გორის სპორტული ტრადიციებისა და მათი ღირსეულად გაგრძელების პერსპექტივებზე.