ქეთევან ციხელაშვილი: „ახალგაზრდებს თავისი გულწრფელობით და საინტერესო ინიციატივებით სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ“

14 აგვისტო 2017

„ახალგაზრდებს თავისი გულწრფელობით და საინტერესო ინიციატივებით სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთობის გაუმჯობესების აღდგენის კუთხით ახალგაზრდების იდეებიც მოისმინა.

„ნდობის აღდგენის და მთლიანად სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გავაცანი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ხედვები და მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები. ასევე, ჩვენთვის ყოველთვის საყურადღებოა მათი იდეები და მოსაზრებები. ახალგაზრდებს თავისი გულწრფელობით და საინტერესო ინიციატივებით სამშვიდობო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.