თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოში 4 წლიანი დიპლომატიური სამსახურის დასასრულს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.
მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია.
საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკას. აღინიშნა, რომ იგი უნდა გაგრძელდეს და რომ მას ალტერნატივა არ აქვს.
ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ თურქეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასევე, ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაში დასახმარებლად მზადყოფნა გამოხატა.
სახელმწიფო მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.