შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტსა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ქვეყნების მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელს ალან პარფიტს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნებათ.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის თემაზე. სახელმწიფო მინისტრმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გამოხატული პოზიციისა და მხარდაჭერისთვის და სტუმრებს ის ნაბიჯები გააცნო, რასაც საქართველოს ხელისუფლება 22 თებერვლიდან დღემდე დგამს ცხედრის ოჯახისათვის დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები. სტუმრებმა გამოხატეს აღნიშნული პოლიტიკის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.