ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს ჩარშამა სარსალეს დღესასწაულს ულოცავს

18 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს ჩარშამა სარსალეს დღესასწაულს ულოცავს.

„მინდა მოგილოცოთ ეს უძველესი დღესასწაული - ჩარშამა სარსალე, რომელიც ახალი წლისა და ახალი სიცოცხლის დაწყებას მოასწავებს. ამ დღესასწაულთან ერთად შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში სიკეთე, ხვავი და ბარაქა. ჩვენ ყველას ერთი რამ გვინდა - მშვიდობა საერთო სამშობლოში, საქართველოში. დაე ეს დღე ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჩარშამა სარსალე ეზიდთა უმთავრესი დღესასწაულია და ახალი წლის დადგომას აღნიშნავს. იგი განახლების, გაზაფხულის დადგომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. დღესასწაული სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს.