შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.
“ჩვენს მუსლიმ თანამემამულეებსა და მეგობრებს გულითადად გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დაწყებას. ეს თვე ყოფილიყოს განწმენდის, სიმშვიდის, სიხარულისა და კეთილდღეობის მომტანი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნისთვის. მრავალეთნიკურობა და მრავალკონფესიური ტრადიციები ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა,” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მუსლიმები ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. წმინდა რამაზანის მარხვა ერთ თვეს გაგრძელდება და იგი სამდღიანი ბაირამით დასრულდება.