შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ქეით ფიერონსა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჰელენ კრიგერს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს. ლაშა დარსალიამ სტუმრებს შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.
მიმოიხილეს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. დეტალურად გაეცნენ იმ შეღავათებსა და სარგებელს, რომელთაც იგი მოიაზრებს . ისაუბრეს მისი ამოქმედების ვადებსა და მოლოდინებზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების მიმდინარეობით.
ხაზი გაესვა ნდობის აღდგენის პროექტების მნიშვნელობასა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში საერთაშირისო თანამეგობრობის როლს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.