შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი,
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა და მასთან ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმსჯელა.
ქეთევან ციხელაშვილმა კრისტიან დანიელსონს მიმდინარე ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია და ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი პროცედურები გააცნო. იმსჯელეს მისი განხორციელების გზებსა და პერსპექტვებზე.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. დეტალურად მიმოიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები.