შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობა. მხარეებმა მიმოიხილეს ის პროექტები და ინიციატივები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერითა და თანადგომით ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს მიზნად.
საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებას, შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებს.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. განიხილეს ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივა და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.