ნატოს შტაბ-ბინაში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს
3 სექტემბერი 2018
რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. სამშვიდობო ინიციატივას ბრიუსელის მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი და უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, რაც მკაფიოდაა ასახული კომისიის დეკლარაციაში, რომელიც ნატოს სამიტის ფარგლებში წევრი სახელმწიფოების მეთურებმა დაადასტურეს.
ინფორმაციას საქართველოს სამშვიდობო გეგმის შესახებ კომისიის წევრებს სახელმწიფო მინისტრი გააცნობს. ნატოს შტაბ-ბინაში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს, მათ შორის განგრძობით ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ და ხშირი დარღვევის ფაქტებზე.
სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.