ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს
5 სექტემბერი 2018
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარებასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ქეთევან ციხელაშვილმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ დახურულ კარს მიღმა ნახევარი საათის განმავლობაში ისაუბრეს.
როუზ გოტემოლერს სახელმწიფო მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმაზე, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მადლობა გადაუხადა სამშვიდობო ინიციატივის ღია მხარდაჭერისთვის.
მთავრობის პროგრამას, "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ამ წუთებში ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილავენ.
სხდომა ქეთევან ციხელაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსნეს. სხდომა თავიდან ბოლომდე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე საუბარს დაეთმობა.