კომისიის სხდომა, რომელიც მთლიანად კონფლიქტზე საუბარს დაეთმო, ქეთევან ციხელაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გახსნა
5 სექტემბერი 2018
ომიდან 10 წლის თავზე ადამიანები ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს რუსეთის პოლიტიკის გამო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განსაკუთრებიოთ მწვავედ აწყდებიან. ეს განცხადება ქეთევან ციხელაშვილმა ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა. სახელმწიფო მინისტრმა კომისიის წევრებს და გენერალურ მდივანს კონკრეტული მაგალითები მოუყვანა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების სასტიკი მკვლელობა, მავთულხლართებით ადამიანების დაშორება და პროპაგანდისტული მეთოდებით საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხება.
კომისიის სხდომა რომელიც მთლიანად კონფლიქტზე საუბარს დაეთმო, ქეთევან ციხელაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გახსნა. მან კიდევ ერთხელ გააცნო დეტალური ინფორმაცია ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში, ათეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ნიშნით იდევნება და მათ სკოლებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავენ.
გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მთავრობის სამშვიდობო ინიციატიოვას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და კომისიის წევრებს გააცნო ყველა ის ნაბიჯი რომელსაც ქვეყანა კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების კეთილდღეობისთვის აპირებს. მათ შორის საუბარია ეკონომიკურ პროექტებზე, რომელიც გარდა ფინანსური სარგებლისა პირველ რიგში მავთულხლართებით გაყოფილ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას ბრიუსელში ერთსულოვნული მხარდაჭერა აქვს, რაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ასევე ალიანსმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის მხარდაჭერა.