ოკუპაციის თემაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე ავსტრიის დედაქალაქში შეხვედრებს აგრძელებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საუბრის ძირითადი თემა დღეს ავსტრიის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე იყო, სადაც სახელმწიფო მინისტრმა ავსტრიელ დიპლომატებს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის კონკრეტული დეტალები გააცნო და ოფიციალური ვენის მხრიდან ამ ინიციატივებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ავსტრიელ პარტნიორებს კარგად ესმით რუსული ოკუპაციისგან გამოწვეული პრობლემები.
,,ხედვა, რომელიც გათვლილია ადამიანების კეთილდღეობის ზრდაზე, კონტაქტების ხელშეწყობაზე, ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზე, არის ერთადერთი სწორი გზა. გზა იმისკენ, რომ მოხდეს ნდობის აღდგენა და შერიგება მოსახლეობის, რომელიც დღეს ხელოვნური ბარიერებითაა დაშორებული,“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ავსტრია, სხვა ევროპელი პარტნიორების მსგავსად, საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’’ მხარს აქტიურად უჭერს.