ქეთევან ციხელაშვილი ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

28 სექტემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ინგრიდა ლევრენცესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო. მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. აღინიშნა  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის  ფაქტები. ასევე ის დისკრიმინაციული გარემო, რომელში ცხოვრებაც გალისა და ახალგორის მოსახლეობას უწევს.

საუბარი საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკასაც შეეხო. იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". მიმოიხილეს ყველა ის მიმართულება და ასპექტი, რომელთაც იგი მოიაზრებს.

სახელმწიფო მინისტრმა  ლატვიის ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო მადლიერია ლატვიის მიმართ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოზიციისა და მხარდაჭერისათვის. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის  გეგმებიც დასახეს.