ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს ტოივო კლაარს შეხვდა

25 ოქტომბერი 2018
სახელმწიფო მინისტრი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს ტოივო კლაარს შეხვდა.

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ქეეთევან ციხელაშვილმა ინფორმაცია, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და გადაადგილების შეზრუდვაზე მიაწოდა.

ტოივო კლაართან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა დიდი დრო დაუთმო ოკუპირებულ ახალგორისა და გალის რაიონში სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების უფლებების დარღვევის და მათთვის მშობლიურ ენის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფაქტებს. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’’.