გამყოფი ხაზისპირა სოფელ ქვემო ჭალაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ შეხვედრა გაიმართა

1 დეკემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცნობიერების ამაღლების მიზნით სახელწმიფო უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფომრაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე ტრეფიკინგისა და მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ.

დეტალურად ისაუბრეს ძალადობის გამოვლინებებზე, მასზე რეაგირების მექანიზმებზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე, გამოწვევებზე და იმ შესაძლებლობაზე, რომელთაც სახელმწიფო ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს სთავაზობს.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.