შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს გამოწვევები, რომელთა წინაშეც ოკუპირებულ ტერიტორიებსა თუ გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა დგას.
საუბარი აგრეთვე შეეხო სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მისი განხორციელების მიმდინარეობასა და პერსპექტივებს. ხაზი გაესვა ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის როლსა და მნიშვნელობას.
მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. დაისახა სამომავლო გეგმები.