სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) ექსპერტებს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გააცნო. დეტალურად მიმოიხილა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომლის იმპლემენტაციაც უკვე მიმდინარეობს. იმსჯელეს მისი განხორციელების გზებზე.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია იყო. სახელმწიფო მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომელთაც გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა მათ არსებული მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქოს. სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სწორედ მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებისკენაა მიმართული.
შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.