შერიგებისა და სამოქალაქო თანაწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროში სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა.
ლექცია საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეხებოდა. ქეთევან ციხელაშვილმა ახალგაზრდებთან დეტალურად მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და ის ნაბიჯები, რომელთაც საქართველოს მთავრობა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად დგამს.
სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სამშვიდობო ინიციატივის განხორციელების მიმდინარეობასა და პერსექტივებზე. ისაუბრეს იმ ძირითად ასპექტებზე, რომელთაც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მოიცავს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკურსია. სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ წამოწყებული სალექციო კურსის "ომი და მშვიდობა" ფარგლებში გაიმართა.