შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს პიტერ უიბლერს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მის ფარგლებში შესრულებული სამუშაო იყო. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს იმპლემენტაციის პროცესში განვლილი ეტაპები და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. USAID-ის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული პროექტის მიმართ. სახელმწიფო მინისტრმა ბატონ უიბლერს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის როლის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღნიშნა, რომ მის მიერ სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელება, რომელთა მიზანიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დახმარება და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობაა, ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე აგრეთვე მიმოიხილეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საჭიროებას.