შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან აბაშიძემ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან საქართველოში რაიმუნდ იელესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საუბრის მთავარი თემა აფხაზეთის რეგიონში ამ დროისათვის არსებული სიტუაცია იყო. ის სირთულეები და გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც ადგილობრივ მოსახლეობას უწევს.
შეხვედრაზე აგრეთვე მიმოიხილეს ორგანიზაციის საქმიანობა და პროექტები, რომელთაც იგი აფხაზეთის რეგიონში ანხორციელებს. ხაზი გაესვა სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ურთიერთობის მნიშვნელობას. მხარეებმა თანამშროლობის გაღრმავების გეგმებიც დასახეს.