შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძემ სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრა შვედეთის სამთავრობო დელეგაციასთან გამართა, რომლსაც საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი პეტერ ერიქსონი ხელმძღვანელობს.
შეხვედრა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირის წინ ირაკლი კვარაცხელიას რუსულ ბაზაზე დაღუპვის ფაქტზე საუბრით დაიწყო. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შვედ სტუმრებს საქმის შესახებ ქართული მხარის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნო.
შვედეთის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიიღეს და მსგავსი სამშვიდობო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დროს საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებსაც შეეხო.
შვედეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.